ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობაა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზამთრის შტორმი ქვეყნის მასშტაბით 100 მილიოზე მეტ ადამიანს ემუქრება.
როგორც ცნობილია, აშშ-ში მთავარი საფრთხე ქარისა და ტორნადოსგან არის მოსალოდნელი.
გავრცელებული ცნობით, უამინდობის გამო ნიუ -იორკის მთავრობამ ავტობუსების მოძრაობა აკრძალა.
გარდა ამისა, გაუქმდა 2 000-ზე მეტი შიდა ავიარეისი.