„ვიღაცების მოლოდინი იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე დეპუტატების დახვრეტაზე, გარიცხვაზე თუ ჩამოხრჩობაზე იქნებოდა საუბარი, არ გამართლდა. მთელი საუბარი ეძღვნებოდა პროცედურას, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა სიის წარდგენა, კანონში რა პროცედურები და ვალდებულებები უნდა გაწეროს და ასე შემდეგ“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს რა პოზიცია ჰქონდა. პაპუაშვილის თქმით, არ ჩანდა, რომ ივანიშვილი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას ლობირებდა.
„ასევე, შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი იყო განხილული. მოსამართლეების მიმართ ვიღაცის ლობისტობაზე არ არის ლაპარაკი, რადგან კენჭისყრის დროს ყველა დამოუკიდებელი იქნება.
კანონს არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენ გვსურს, რომ მომავალში უზენაესი სასამართლო კეთილსინდისიერი მოსამართლეებით გამჭვირვალედ დაკომპლექტდეს“, _ გვითხრა პაპუაშვილმა.