ამ წუთებში თბილისში სასტუმრო რედისონთან აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ, რომ “კლანური მმართველობა” დასრულდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას, დატოვონ თანამდებობა. ასევე, თანამდებობებიდან გადადგნენ სასამართლოში “არსებული კლანის” ლიდერები და წლების განმავლობაში, “უსამართლო მართლმსაჯულების შემოქმედი” მოსამართლეები _ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
აქცია მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, რომელშიც მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის და პარლამენტის წარმომადგენლები.