პირამიდების საიდუმლოებების ამოხსნა დღითი-დღე გადაუჭრელი პრობლემა ხდება. მეცნიერები და ექსპერტები ამჯერად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეცდებიან ამ საიდუმლოს გამოკვლევას. მათი მიზანია დაასკანირონ ანტიკური სტუქტურების ქვემოთა ზედაპირი და ამ გზით მოძებნონ პირამიდების საიდუმლოებების ახსნის მეთოდები.
მეცნიერები ეგვიპტეში მდებარე ხეოფსის პირამიდას და კიდევ 4 ანტიკურ პირამიდას შეისწავლიან.
ამჯერად ექსპერტები გამოიყენებენ უახლეს, განვითარებად ტექნოლოგიებს, რისი საშუალებითაც ეცდებიან ქვემოთა ზედაპირის დასკანირებას. მეცნიერების აზრით, პირამიდების ქვემოთა ზედაპირის დასკანირება წარმატებული თუ აღმოჩნდება, მაშინ ისინი დიდ საიდუმლოებებსაც ახსნიან.
გიზას ოთხი პირამიდა დღესდღეობით მეცნიერების და ექსპერტების ყურადღების ცენტრშია. ამ ახალ გამოკვლევაში გამოყენებული იქნება თერმული გამოსახულებების სპეც-ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება.
გამოკვლევაში მონაწილეობას მიიღებს კანადელი მეთიუ კლაინი, რომელიც სპეციალურად ლავალის უნივერსიტეტიდან გამოაგზავნეს. მეთიუს თქმით, დღემდე ამოუცნობი ძალიან ბევრი საიდუმლოებები ამ გამოკვლელვების შედეგად გამოაშკარავდება.
“როგორ ააშენეს პირამიდები ეგვიპტეში? ამ საკითხზე ძალიან ბევრი თეორიები და პასუხები არსებობს, მაგრამ მხოლოდ სავარაუდო. ამდენი ვარაუდის სანაცვლოდ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სინამდვილე. ჩემი აზრით პირამიდების დღემდე ამოუხსნელობა, შესაბამისი ტექნოლოგიების ბრალია, რადგან დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი ტექნიკის შექმნა-დამზადება, რომ ასეთი პროექტის ფარგლებში წარმატებული ყოფილიყო” – ამბობს ცნობილი კანადელი მეცნიერი მეთიუ კლაინი.
ყველაზე დიდი პირამიდის სიმაღლე 146.5 მეტრია, ხოლო პირამიდის ძირი ოთხკუთხედია და თითო კუთხე არის 230 მეტრის სიგრძის. პირამიდა აშენებულია 2 300 000 ქვის ბლოკისგან. თითო ბლოკი 3 ტონაა, აქედან გამომდინარე პირამიდის საერთო მასა არის 6 500 000 ტონა. ისტორიის თანახმად, ამ პირამიდის აშენებას მხოლოდ 20 წელი დასჭირდა. თუ კარგად დაიანგარიშებთ, მიხვდებით რომ 20 წლის განმავლობაში აშენებულ პირამიდაზე ყოველდღიურად 5 წუთში ერთხელ, ერთ ქვის ბლოკს ათავსებდნენ.
ეგვიპტელი მეცნიერების ვარაუდით, მშენებლობის გაადვილება დამოკიდებულია ბლოკების წყობაზე. მაგრამ პირამიდის სიმაღლიდან გამომდინარე უცხოელი მეცნიერები ამ ვარაუდს არ ეთანხმებიან.