თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, რუისპირსა და იყალთოში 10-მდე საფლავი გაძარცვეს.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, წაღებულია ალუმინის მესერი და ბრინჯაოს ნაკეთობები.
„იმედის“ ინფორმაციით, მომხდარის გამო პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, თუმცა, ქალი მოგვიანებით გაათავისუფლა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.