პარიზში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ქალი დააკავეს.