კოსტა რიკას ყოფილ პრეზიდენტსა და ნობელის პრემიის გამარჯვებულს ოსკარ არიას სანჩესს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას ბრალს დებს ფსიქიატრი და ანტიბირთვული მოძრაობის აქტივისტი ვონ ჰეროლდი, რომელიც არიასის პარტიის დეპუტატის შვილია.
მისი თქმით, შემთხვევა 2014 წელს ვენაში ყოფნის დროს მოხდა,სადაც ბირთვული განიარაღების შესახებ შეხვედრას ესწრებოდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვონ ჰეროლდი, ვენაში გამართული შეხვედრიდან დაბრუნებამდე არიასის სახლს დედასთან ერთად ხშირად სტუმრობდა.
ბრალდებასთან დაკავშირებით არიასი ადვოკატის მეშვეობით მოკლე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს და ქალების სურვილის საწინააღმდეგოდ არასდრის მოქმედებს.