პატარას მოლოდინი ოჯახში ხშირად ათასგვარ ვარაუდებთან ასოცირდება. ნებისმიერ მშობელს აინტერესებს, მაინც როგორი იქნება იგი – “პატარა ადამიანი”. ჭირვეული თუ დამყოლი, აგრესიული თუ მხიარული, უჭმელი თუ ღორმუცელა. ზუსტად ამ დეტალების გარკვევაში დაგეხმარებათ ასტროლოგია. მით უმეტეს, რომ კვების თემა ერთ-ერთი სპეციფიკური და ხშირად პრობლემატური საკითხია ახალბედა დედებისთვის. დღეს სამ ყველაზე ღორმუცელა პატარას გაგაცნობთ. ამიტომ, თუკი რომელიმე მათგანის ბედნიერი მშობელი ხართ ან ხდებით მომავალში, თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ…
კურო- სულ მცირე ასაკიდანვე გამოავლენს გემრიელი სასუსნავის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას. ამასთან ერთად, სხვა შემთხვევაში მუდამ მშვიდი თქვენი პატარა შესაძლოა საკვების დაგვიანების გამო ჩაბჟირდეს. კუროებს უყვართ ხორცეული, მარიალინი და ყუათიანი საკვები, ტკბილეულზეც არ ამბობენ უარს, თუმცა კანფეტებზე მეტად ნამცხვრებისკენ მიუწევთ გული. ნაკლებად უყვართ ხილი და ჯანსაღი საკვები. ამიტომ მოგიწევთ დიდ ასაკში მისი კულინარიული მიდრეკილებები აკონტროლოთ.
კირჩხიბი – კირჩხიბს ასტროლოგიურად კუჭი შეესაბამება, ამიტომ კვების საკითხი თქვენი შვილისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება პატარა ასაკიდანვე, არამხოლოდ მისი გემოვნური მახასიათებლების არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც. კირჩხიბს სუსტი კუჭნაწლავი აქვს, შესაბამისად, მოგიწევთ მისთვის საკვების გულდასმით შერჩევა. პატარა კიბორჩხალებს მოსწონთ სხვადასხვა სახის წვენები და კომპოტები. იგი სიამოვნებით მიირთმევს ასევე წვნიანებს და ტკბილეულობას.
მშვილდოსანი – მას დაბადებიდანვე დიდი მადა აქვს ყველაფერში, იქნება ეს ამბიციები, საკვები თუ სითბოსა და სიყვარულის მოთხოვნილება. პატარა მშვილდოსნები დიდი გულის ადამიანები არიან, შესაბამისად, მისი ეს გულუხვობა საკვებთან მიმართებაშიც ვლინდება. იგი სიამოვნებით უნაწილებს თავის წილ ულუფას საბავშვო ბაღში სხვებს. სამაგიეროდ, არც თავად რჩება მშიერი და შესაძლოა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი მენიუც კი დააგროვოს გაცემული სიკეთის სანაცვლოდ. მშვილდოსნებს უყვართ ტკბილეული, ცომეული და მლაშე-მწარე საკვები. ისინი გიჟდებიან ჩიფსებსა და თხილეულზეც.