კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც განათლების მინისტრის ესწრებოდა და სადაც სხდომა ია კერზაიას საქმის განხილვას დაეთმო, ნიკა მელია და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ნიკა მელიამ განათლების მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან კერზაიას ოჯახი ისევე გაიმარჯვებს უსამართლობაზე, როგორც გირგვლიანის ოჯახმა გაიმარჯვა.
„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანის ოჯახმა გაიმარჯვა, რობაქიძემ გაიმარჯვა და ა.შ …მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ განცხადების შემდეგ ნიკა მელიასა და არჩილ თალაკვაძეს შორის მწვავე საუბარი გაიმართა. თალაკვაძემ მელიას უთხრა, რომ განათლების მინისტრის ამ ბრალდებებს განიცდიდა.
შემდეგ კი მელიას რეპლიკას, რომ ხელს მოჰკიდებდა და რუსთაველზე მამების კარავში შეიყვანდა ასე უპასუხა:
„ხელს ისე მოგკიდებ, რომ არ ვიცი რა, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… რა კარავში შემიყვან?! მე მეუბნები?! მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ რა ვიცი, შეიძლება შეგეშინდეს.”