„უფასო ფაკულტეტებზე 175 მილიონია დახარჯული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან გავიდა შვიდი წელი და ახლი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდესო. კითხვა არავის უჩნდება შვიდი წლის განმავლობაში 175 მილიონი რაში დავხარჯეთ?!“_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, „გიორგი მარგველაშვილის „ბრძნული იდეის“ გამო ასობით ფილოსოფოსს უფასოდ ვამზადებთ. ეს ფილოსოფოსები სად უნდა დასაქმდნენ?! ეს ხდება მაშინ, როცა პროფესიული სასწავლებლები ნახევრად დაცარიელებულია.
“მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი იყო, შვიდზე გაამრავლეთ, ეს ფული სად წავიდა ?! რა თქმა უნდა, უწყების თანამშრომლების პრემიებში. პედაგოგების 80% ფიზიკისა და ქიმიის გამოცდებს ვერ აბარებდა და ამიტომ სასერტიფიკაციო გამოცდები გააუქმეს. ეს ფული საკმარისო იყო იმისთვის, რომ ყველა პედაგოგი გადაგვემზადებინა“,_ აღნიშნა შაშკინმა.
შაშკინი მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესება ხელისუფლების ცვლილების გარეშე შეუძლებელია.
„ცალკე აღებული განათლების ინსტიტუციის გამოსწორება შეუძლებელია მანამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და ქვეყნის სათავეში კონცეპტუალურად ისეთი ხალხი არ მოვა, რომელსაც ესმის ქვეყანა როგორ უნდა ვითარდებოდეს, მანამდე სიტუაცია ვერ შეიცვლება“,_ აღნიშნა შაშკინმა.