ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის მაგვარი შენობის ნანგრევები.
მეცნიერების ეს აღმოჩენა (ეს შენობა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ აეშენებინათ ) ამტკიცებს იმ თეორიას რომ ამ კონტინენტზე ადრეულ წლებში სიცოცხლე არსებობდა.
აღსანიშნავია რომ ჯერ კიდევ 1513 წელს ერთ-ერთმა მოგზაურმა, ადმირალმა პირი რეისმა შეადგინა რუკა სადაც დატანებული იყო ანტარქტიდა და მასზე მცხოვრები მოსახლეობა. ასევე ადრე იტყობინებოდნენ, რომ ანტარქტიდაზე აღმოჩენილი იქნა პირამიდები, რომლებიც აშენებული იქნა ძველი ცივილიზაციის მიერ.
ანტარქტიდა – კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1, 6 კილომეტრს აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 14 მლნ კვ. კმ-ს. ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს. ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1959 წლის 1 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს, ანტარქტიდა არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს. იქ ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა.
სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია.
1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიალურ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე – ატომური ენერგობლოკების გამოჩენა.
დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეებია 50 სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანა- დამკვირვებელი.