რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მღვდელმსახურის სტატუსის მიღების შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პირი უპრობლემოდ შევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი რელიგიური ორგანიზაცია.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს მსჯავრდებულებთან პაემანზე შესვლა შეუფერხებლად შეუძლიათ.
მღვდელმსახურის სტატუსს ბიბლიური მზრუნველობის წარმომადგენლები გასაუბრების შემდეგ გასცემენ.
ორგანიზაციამ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 6 თებერვალს გაიარა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა და დამფუძნებელმა, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ასე დაეხმარებიან პატიმრებს რესოციალიზაციაში. მისი თქმით, რელიგიური სტატუსის მოსაპოვებლად პირმა გასაუბრება უნდა გაიაროს და დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო ხარჯები დაფაროს.
საქართველოში არსებობს კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია, ბიბლიური თავისუფლება, რომელიც მოქალაქეებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდებაში ეხმარება.