ცნობილი ქართველი პუბლიცისტი დემიკო ლოლაძე ერთ სევდიან მოგონებას ხშირად იგონებს.
“1959 წელს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდი საფრანგეთს ეწვია და რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მოთამაშეები პარიზის “მეტროპოლის” სასტუმროში დაბინავდნენ. გაიგეს ქართველმა ემიგრანტებმა მათი ადგილსამყოფელი, მივიდნენ სანახავად.
ბატონი ანდრო ჟორდანია ნომრიდან არ გამოდიოდა. მრავალჯერ გადაურჩა რეპრესიებს, ძალიან ფრთხილობდა. იმ დროს “დინამოს” უშიშროების თანამშრომლების გარეშე უცხოეთში არ უშვებდნენ. ბოლოს, თავად ემიგრანტებმა მოინდომეს ბატონ ანდროსთან შეხვედრა. ეს ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც გამარჯვება რესტორანში აღინიშნა.
ჟორდანია გამოსულა ნომრიდან, ჩასულა რესტორანში, მაგრამ ჩვეულ სიფრთხილეს არ ივიწყებდა. უნდოდა შეუმჩნევლად დამჯდარიყო თავის მაგიდასთან და კედელ-კედელ, ფეხაკრეფით მიდიოდა. მაგრამ ემიგრანტებს რას გამოაპარებ! თურმე ერთმა ნათესავმა ემიგრანტმა მთელი დარბაზის გასაგონად დაუყვირა: “ფრთხილად, ანდრო, ფრთხილად! კედელს თავი არ დაარტყა!”
მთელი რესტორანი ოვაციებით შეხვედრია ამ დიდებულ პიროვნებას”.