ძლიერმა ქარმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ქრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.
როგორც უწყებაში ამბობენ, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რომ საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.