დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან, მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან საჯარო დისკუსია გამართა.
დისკუსია პროექტის კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების ფარგლებში გაიმართა.
“ჩვენი დღევანდელი საჯარო დისკუსიის მიზანს წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ის, რომ გავიგოთ, საკრებულოსა და მერიის საქმიანობის პროცესში რამდენად არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი და დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის შეფასება. როგორც აღმოჩნდა, ოზურგეთში საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში, თუმცა გამოვლინდა კონკრეტული ხარვეზებიც, რომლებზეც, იმედია, მუნიციპალიტეტი მომავალში იმუშავებს და, ჩვენი შეფასებით, ისინი კიდევ უფრო მაღალ ქულებს მიიღებენ – თქვე მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს IDFI-ის მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა.
ნინო მერებაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტით (რუსთავი, თელავი და ოზურგეთი) დაინტერესდა IDFI და დეტალურად მოხდება შეისწავლიან, როგორ ფაზაში არის კერძო და საჯარო სექტორების ურთიერთობა.