სამტრედიის სოფელი ტოლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 58 წლის მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.