ქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმება ოლიმპიური აუზის მშენებლობა; ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში -25 მ საცურაო აუზის; მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში; სტადიონების რეაბილიტაცია სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში; ახალი სტადიონების მშენებლობა ყვარელსა და მარნეულში _ ამის შესახებ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას ყველა რეგიონში.
,, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრსტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“-აღნიშნა
მან.
2018 წელს დასრულდა ახმეტისა და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებში სპორტული კომპლექსისა და თანამედროვე სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები. მოეწყო თანამედროვე ტიპის ინფრასტრქუტურა, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას.
ამასთან, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრქუტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.
2019 წელს იგივე მიზნებისთვის 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი რეგიონული ფონდიდან.