მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 2018 წელს ჯამში 123 მძღოლს ამოეწურა, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 411 000-ზე მეტ პირს დააკლდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, გასული პირველ კვარტალში 100 ქულა მხოლოდ 3-მა მძღოლმა, მეორე კვარტალში 9-მ, მესამე კვარტალში 48-მ, ხოლო მეოთხე კვარტალში კი 63 მძღოლმა დაკარგა.