„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები არ ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ“,_ აღნიშნა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საკუთარ თანამოაზრეებს პოლიტიკური თანამდებობები არავის წყალობით მოუპოვებიათ.
„ჩვენ ეს ადგილი არავის წყალობით არ მიგვიღია. ასე რომ, რა გადაწყვეტილებებიც უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახევი იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში“, _აღნიშნა ფოფხაძემ.