როგორც ჩანს, რუსების უმრავლესობას მუსიკალური გემოვნება ჯერ კიდევ არ შეცვლია. ამის დასტური გახლავთ ის, რომ ალა პუგაჩოვა თანამედროვე რუსი ქალის მთავარ სიმბოლოდ რჩება. ასე ფიქრობს რუსეთში გამოკითხულთა 16%.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის სპეციალისტთა მონაცემებით, მამაკაცები ალა პუგაჩოვას ქვეყნის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ. პირველ სამეულში, ასევე შედიან კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, მომღერალი სოფია როტარუ.
რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ კომპოზიტორი ალექსანდრა პახმუტოვა, მომღერლები ნადეჟდა ბაბკინა და ვალერია, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. ამასთან, რუსი მამაკაცები რუსი ქალის მთავარ სიმბოლოდ თავიანთ უახლოეს ქალბატონებს – დედას, მეუღლეს ან ქალიშვილს მიიჩნევენ.