ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.
პედაგოგთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების 10 ფინალისტის ვინაობა რამდენიმე საათის წინ მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.
ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” 2017 წელს მოიპოვა და და ამის შემდეგ წარადგინეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს არჩევს.
აფხაზავა ამ კონკურსის მეორე ეტაპზე, ფინალში გადასასვლელად 49 პედაგოგთან ერთად იბრძოდა და შედეგიც დადგა _ ის საუკეთესო ათეულშია.