“ახლა უნდა დაიძრას ხალხი პარლამენტის უკანა შესასვლელთან და უნდა შევახსენოთ ქართულ ოცნებას ჩვენი არსებობის შესახებ”, _წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ირაკლი კუპრაძე და საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდნენ.
“პარლამენტში მიმდინარეობს სესია, სადაც კენჭს უყრიან მოსამართლეთა უვადო გამწესებაზე მორატორიუმს.
ოცნება გამოგონილი მიზეზებით ცდილობს სესია ჩაშალოს და კენჭისყრა გადადოს. თავისივე დეპუტატები არ მივიდნენ კენჭისყრაზე და მგონი ხმები ტყდება.
კენჭისყრამდე გამოცხადებულია 30 წუთიანი შესვენება.
ახლა უნდა დაიძრას ხალხი პარლამენტის უკანა შესასვლელთან და უნდა შევახსენოთ ქართულ ოცნებას ჩვენი არსებობის შესახებ.
30 წუთი მცირე დროა შესაკრებად, მაგრამ შესაძლებელია.
ღირსების საკითხია იმაზე პასუხის გაცემა, რასაც ქართული ოცნება გვიკეთებს.
მე გავდივარ პარლამენტთან, წამოვიღებ სახელდახელოდ პოსტერებს და მარკერებს.
ვინც შემომიერთდებით, გააზიარეთ და დაიძარით.
ჩინჩალაძე-მურუსიძე სახლებში დაიჯინონ თუ ასე ძალიან უყვართ და არ ემეტებათ”, _ წერს კუპრაძე.