ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
„ყველაფერი ნათელია, დღეს იყო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა.
“ქართულმა ოცნებამ დაკარგა მორალური სახე” _ აღნიშნა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებეთ, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობამ კა ბესელიას და მისი თანამოაზრეების, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც რომელიც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა.
„კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის არის ძალიან ნიშანდობლივი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა. ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე,“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თქმით, კანონპროექტი ანტიკონსტიტუციური იყო:
„აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე, საფუძველი იმის, რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის ის, რომ კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს და ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე, საქართველოს პარლამენტში, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე და, შესაბამისად, ამ პირობებში, არის ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელი,“ – განაცხადა კობახიძემ.