“ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში… დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი”, _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის თქმით, “ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას” მისი თანამებრძოლი ვერ იქნება:
“რა კობახიძე,რა მურუსიძე,მდიარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი.
და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო _ ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი”, _ წერს სააკაშვილი.