ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ახალსოფელში წუხელ დაჭრილი მამაკაცებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
50 წლის ოთარ მოქიას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეორე დაჭრილის _ გია ტუღუშის მდგომარეობას, იგი ლანჩხუთის “ავერსის” კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც გვითხრეს, მოქია და ტუღუში მეზობლები იყვნენ. ახალსოფლელების თქმით, მათ თანასოფლელმა ესროლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.