115-კაციანი უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე დგას. თუ გუნდიდან კიდევ ერთი დეპუტატი წავა, „ქართული ცონება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.
აღნიშნულზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში ტრაგედია არ არის.
„საკონსტიტუციო უმრავლესობას მე პირადად, სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.