„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი”, _ ამ სიტყვებით გამოემშვიდობა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ახლადგარდაცვლილ, 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონის ტაძარში, სადაც მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ლევანს პანაშვიდი გადაუხადა.
ლევანი წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო.
„შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.
დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის”, _ განაცხადა პატრიარქმა.