გედევან ფოფხაძე “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც თვითონ აცხადებს, რამდენიმე დღეში მიიღებს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას სურს მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გააკეთოს დასაბუთებული, გააზრებული და არგუმენტირებული ბრიფინგი.
“ჯერჯერობით, ოფიციალურ პოზიციას არ ვაფიქსირებ. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი, ჩვენ ბევრი რამ ერთად გვაქვს გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ღირებულებებს”, – ამბობს ფოფხაძე.