ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, _ ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მის მიერ ინიცირებულ კანონრპოექტს საპენსიო რეფორმის შესახებ მხარი არ დაუჭირა.
ნაცვლიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაააონსა, რომ თუ უმრავლესობა მის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, წავიდოდა.