ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, – ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან.
„ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,”– განაცხადა ბესელიამ.