განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება. თუმცა დღეს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გამოცდების ახალ მოდელზე:
“გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მ-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში.
ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით”, – თქვა ირინა აბულაძემ.