“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრიაციო დაწესებულებათა გაერეთიანებას”, გაზის სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის გამო, კომპანია სოკარმა გაზი ჩაუჭრა.
_ ფული არ იყო, ვერ გადაიხადეს და რამდენიმე დღე გაზი არ გქვონდა. ვერ იხდინენ და თანამშრომლებს მოსთხოვეს ლარ-ლარის დადება, _ გვითხრა ა(ა)იპის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბრისას უარყო დაწესებულების ხელმღვანელმა. თამილა ნადირაძის თქმით, ა(ა)იპ-ში დამატებით ერთი წერტილი გააკეთეს, რის გამოც 1 დღე გაითიშა გაზი.
_ დეკემბრის ბოლოს უნდა გაკეთებულიყო, თუმცა, იანვარში გაკეთდა და ამის გამო ერთი დღე არ იყო გაზი. დავალიანების გამო არ გაუთიშავთ. შეფერხება გამოიწვია იმან, რომ კომპანია სოკარს არ ჰქონდა ელექტრონული ხელმოწერა და ვერ გაკეთდა ხელშეკრულება. ამის გამო, თანხა მუნიციპალიტეტმაც გადაიხადა და სოკარმაც, _ გვითხრა თამარ ნადირიძემ, რომლის თქმით,ა(ა)იპ-ის არც ერთ თანამშრომელს გაზისთვის თანხა არ გადაუხდია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრიაციო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძევანელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დაადასტურეს სოკარში. კომპანიის აჭარა-გურიის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილე ილია ვაშაყმაძის თქმით, დაწესებულებას სააბონენტო გადასახადი არ ჰქონდა გადახდილი:
_ ყოველთვიური მომსახურების საფასური არ გადაიხადეს. რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად ვადროვეთ და ამის შემდეგ გამოვურთეთ გაზი, _ გვითხრა ვაშაყმაძემ.