“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ემზარ კვიციანის მიერ დაარსებულ წყვილების დასახმარებელ სააგენტოში პარლამენტარმა თამაზ ნავერიანმა 500 ლარი ჩარიცხა. ამის შესახებ კვიციანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 1 მარტიდან ხელფასის 2 %-ს ცენტრში გადარიცხავს.
“მეგობრებო და კოლეგებო!
მისაბაძი მაგალითი. ჩემს მიერ ინიცირებულ დემოგრაფიულ ცენტრში დღეს ჩაირიცხა პირველი თანხები.
500 ლარი ჩარიცხა პარლამენტარმა ბატონმა თამაზ ნავერიანმა. მადლობა მას.
ჩემ მიერ 43 ლარია ჩარიცხული და პირველი მარტიდან ყოველთვიურად ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში ჩაირიცხება ამ ცენტრში.
ცენტრის მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქართული ემიგრაციის, ემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი ანგარიშის ნომერი:
GE45TB7204736080100010″, _წერს კვიციანი.