“ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონს გურიიდან იწყებს. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სეზონში მონაწილე მსახიობების შესარჩევად ქასტინგი უკვე ჩატარდა:
“თეატრში, ქასთინგი რეჟისორმა ეკა მჟავანაძემ და მისმა ასისტენტმა ფორმულა “კრეატივში”, ქასტინგის რეჟისორმა, მსახიობმა ნოშრე ფელინმა, იგივე პაატა ქვლივიძემ ჩაატარეს“, _ აღნიშნავენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში.
თეატრის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სერიალის ახალ სეზონში ოზურგეთის თეატრის მსახიობების გარდა, გურიის კოლორიტებიც მიიღებენ მონაწილეობას:
_ ახალი სეზონის პირველ სერიებში, მოქმედება გურიაში, სავარაუდოდ, სოფელ ლიხაურში მიმდინარეობს, _ აღნიშნავენ თეატრში.