საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კულტურის ამაგდარის წოდების მფლობელი; ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვებული _ ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფო ანსამბ “გურიას” დამფუძნებელმა ჯუმბერ დუნდუამ დამსახურებულად მიიღო.
ცნობილი ქორეოგრაფის გარდაცვალებიდან დღეს 5 წელი გავიდა.
ჯუმბერ დუნდუა სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და საკუთარი ანსამბლი შექმნა. მან ფეხდაფეხ მთელი გურია და ძველი გურული ცეკვები აღადგინა.
2012 წლის 17 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი გაუხსნეს.
მისი აღზრდილები, დღეს “სუხიშვილების” და “ერისიონის” სოლისტები არიან.
ჯუმბერ დუნდუას სახელს გურიაში რამდენიმე ანსამბლი ატარებს.
მისი სახელობისაა, ასევე, სახელმწიფო ანსამბლი “გურია”, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან დაარასა 1976 წელს, მას შემდეგ რაც “სუხიშვილებში” კარიერა დაასრულა და მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნდა.