წერილი მიღებული იყო ბატონი გახარიასგან – TBC ბანკის დამფუძნებლების თქმით, შს მინისტრი მათ ემუქრებოდა.
განცხადება ბანკის დამფუძნებლებმა პარლამენტში გააკეთეს. ხაზარაძის თქმით, ეს იყო მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად.
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ წერილების ფრიალს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. გვინდა დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა.
წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ “-ამბობს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის ითქმით, მან არჩევნების წინ წერილი მიიღო, რომელიც მუქარას შეიცავდა.
“არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე.
ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა არ შევასრულეთ”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.