საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, იგი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს, რომელსაც ამ დრომდე გია ვოლსკი იკავებდა.
აღნიშნულ ინფორმაციას მმართველ პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, პოლიტსაბჭოს წევრები ჩვენთან პირად სუაბრებში ამბობენ, რომ ეს თემა გადაწყვეტილია და ღარიბაშვილი პარტიაში მალე დაბრუნდება.
პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი “ოცნებაში” არეულ სიტუაციას დაალაგებს.