გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
7 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
7 მარტს კი დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.