ერთ-ერთი უკანასკნელი საიდუმლო, რომელიც ცნობილ ჯოკონდას უკავშირდება, გახსნილია. იტალიელიმა მეცნიერმა ჯუზეპე პალანტიმ ფლორენციში იპოვა სახლი, სადაც დიდი ხნის წინ ლეონარდო და ვინჩის მოდელი ცხოვრობდა. ასევე სინათლე მოეფინა ლამაზმანის ცხოვრების ზოგიერთ საინტერესო დეტალსაც.
ლეონარდოს მუზას დიდი ხნის სიცოცხლე ჰქონდა. ქმრის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ მაშინდელი ტრადიციების დაცვის მიზნით, ჯოკონდა მონასტერში წავიდა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდა. 63 წლის ასაკში ჯოკონდა გარდაიცვალა.
მეცნიერის მონაცემებით, მისი დაკრძალვის ცერემონიაში ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მის მიმართ არსებული სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ მეტყველებს.
კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ლიზა გერარდინისა და ლეონარდო და ვინჩის ოჯახები მეზობლად ცხოვრობდნენ და მეცნიერის დასკვნის თანახმად, შესაძლოა, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. ჯუზეპე პალანტის აზრით, ეს მხოლოდ შემოქმედისა და მენატურის ურთიერთობა არ იყო.