გურიის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიების ჩატარების პროცესში, სწავლულმა აგრონომმა, ცნობილმა წარმატებულმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა, შეწამვლითი სამუშაოების ჩატარების პროცესში, ფუტკრის დასაცავად.
_ სოფლების იმ უბნებში, სადაც მეფუტკრეებს საკუთარ თუ სხვა ეზოებში სკა ჰყავთ განთავსებული, თვალსაჩინო ადგილზე უნდა გაკეთდეს აბრა: „ფუტკარი“, რათა თერმული ნისლით დამუშავების დროს, მომუშავე ჯგუფები აღნიშნულ ტერიტორიას მოერიდონ.
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე მოწონებით შეხვდა აკაკი ღლონტის წინადადებას, თქვა, რომ ცოცხალ შეხვედრებზე სწორედ ასეთი პრაქტიკული და საინტერესო წინადადებების მოსმენა და შემდეგ გათვალისწინებაა შესაძლებელი.
_აუცილებლად გავითვალისწინებთ. ძალიან საინტერესო და მისაღები წინადადებაა, _ მადლობა გადაუხადა მან აკაკი ღლონტს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, მასობრივად დაზიანდა ფუტკარი და არაერთი ოჯახის განადგურება მოჰყვა.
აბრა „ფუტკარი“, როგორც აკაკი ღლონტი ამბობს, თერმული ნისლით მომუშავე ჯგუფებისთვის ერთგვარი გამაფრთხილებელი წინაღობა იქნება, რომ მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.