ქალბატონო ადა, თქვენი გამოსვლა რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ _ ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სესიაზე გააკეთა.
მან ადა მარშანიას მიმართა და სთხოვა, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით არასოდეს ესაუბრა. წულუკიანმა მარშანიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატმა მინისტრს მოუწოდა მათთან საუბრისას ტონი შეეცვალა.
„არა ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით, არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით, იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია.
მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ.
საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა,“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.