ერთხელ თბილისში რუსი კომიკოსი ოლეგ პოპოვი გახლდათ ჩამოსული. შეახვედრეს იპოლიტე ხვიჩიას.
– სიგარეტი არ გაქვთ? – უკითხავს პოპოვს იპოლიტესთვის.
მიხვდა იპო – რაღაცას უწყობდა რუსი. თანმხლებს ჩაულაპარაკა თურმე, – მგონი რაღაცას მიპირებს, მარა ისეთი რა უნდა მიქნასო. ამოიღო “კოლხეთი”, მიაწოდა.
– ეგრე არა, ერთი ღერი მესროლეთო.
ამოიღო ერთი ღერი და ესროლა. პოპოვმა შუბლით დაიჭირა, ატრიალა, აბრუნა, მერე ცხვირზე გაიჩერა, შემდეგ ისევ შუბლზე ატრიალა და ჩაიდო პირში. გამარჯვებული იყო! ამაყად გადახედა და… – მომიკიდეო.
– ამ წუთში, ბატონოო, – ჩაიყო ჯიბეში ხელი იპოლიტემ, ამოიღო ასანთი, გაჰკრა და ააგდო, – ე, წადი და მოუკიდე ახლაო, – ჩაიხითხითა.