პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ის 24 წლის იყო, _ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ასევე 38 წლის საქართველოს მოქალაქე.
როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.