“მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს“ _ ასე უპასუხა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის, მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული პოსტის კომენტარებში.
პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ უგულავას და მის ზოგიერთ კოლეგას მკვდარიც კი აჯობებს 100 წლის შემდეგ;
“გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა “არაა სააკაშვილი ფორმაშიო“..
რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს.
ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე“ _ წერს სააკაშვილი.