ოზურგეთში, ანასეულის ახალი წყალსადენის მშენებლობაზე საპროექტო ტენდერი დასრულდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ინფორმაცია ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატამა არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ანასეულის მოსახლეობა წლებია წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ რამდენიმე აქციაც კი გამართეს.
ანასეულის წყალსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე: ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებელობა მომავალ წელს დაიწყება
ვინ მოაგვარებს წყლის პრობლემას _ სასამართლო თუ ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევა