ციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს თქმით, მუშაკები განსაზღვრავენ რა სახის დახმარების აღმოჩენაა სასწრაფოდ საჭირო.
გავრცელებული ცნობით, გარდაუვალია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია და ქოლერა.