წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში გაქურდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქობულიას მეზობლების ამბობენ, რომ ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.
„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან,“ _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. კითხვაზე, თუ ქურდობა არ მომხდარა, რატომ ყვებიან მეზობლების ამის შესახებ, შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ გვითხრა, რომ მათ ქურდობის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია და შესაბამისად, ფაქტს არ ადასტურებენ.
ვრცლად იხილეთ ლინკზე