დღეს, ოზურგეთში, კლინიკა „მედალფას“ სამშობიარო ბლოკში, 36 წლის ქალბატონს თამარ გეგეჭკორს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მეშვიდე ვაჟი შეეძინა. თამარი ახლა შვიდი ვაჟკაცის დედაა და მისი ოთხი შვილი საკეისრო კვეთით დაიბადა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ექიმი დავით მდინარაძე ამბობს, რომ ეს არის განსაკუთრებული სიხარულის დღე.
_ ვულოცავ ოჯახს, მთელ საქართველოს, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ ვრცლად ამ ოჯახის შესახებ საგაზეთო სტატიაში შემოგთავაზებთ.