ბიძინა ივანიშვილი, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეხვდა. შეხვედრის ფაქტი მეუფე პეტრემ დაადასტურა.
“საუბარი იყო მიმდინარე სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მიმდინარე პრობლემებზე.
ზუგდიდთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩემი ეპარქია, არანაირ კავშირში არ ვარ და ისედაც ვერ წარმომიდგენია რაღაც საარჩევნო თემა იყოს ეკლესიის აღმშენებლობა ან ბატონი ზვიად გამსახურდიას იმ ტრაგიკული ადგილის აღდგენა აღორძიენების და იქ ეკლესიის აშენება.
ეს იგივეა, როგორც მცხეთისთვის წიწამურია, იგივეა სამეგრელოსთვის ეს ადგილი. აუცილებლად უნდა დაფასდეს“- თქვა მეუფემ.