პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოჩაშვილმა თანამდებობა დატოვა.
“ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას ჯერ არა.
ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპატიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს, ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს.
მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს და ოპერატორს, იმედია კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია, ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე, როდესმე კიდევ შევხვდებით.
კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა”, _ წერს გოჩაშვილი სოციალურ ქსელში.
ამ დროისტვის უცნობია რატომ გადაწყვიტა წასვლა და სად მიდის გოჩაშვილი, რომელიც ამ პოსტს 3 წელია იკავებს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მის თანამდებობას პარლამენტში ჟურნალისტი მაგდა ანიკაშილი დაიკავებს.